ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გაუგზავნის, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს: საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გაზის საწინააღმდეგო ნიღბებს, სნაიპერულ აღჭურვილობას და მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას.

„ჩვენ შევადგინეთ ეს პაკეტი უკრაინისთვის მაქსიმალური სარგებლის უზრუნველსაყოფის გათვალისწინებით“, - განაცხადა ჰანო პევკურმა.

მისი განმარტებით, დახმარების პაკეტში შედის 155 მმ-იანი ჭურვები. ესტონეთის კონტრიბუცია ნაწილობრივ დანიის მიერ იქნება დაფინანსებული. ამასთან, საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობა, უსაფრთხოების მიზნით, არ სახელდება.

პევკურმა აღნიშნა, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უკრაინას, პირველ რიგში, ესაჭიროება საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის ყველა ელემენტი, ასევე სათადარიგო ნაწილები და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვიზიტის ფარგლებში, უკვე გამართა შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს