ფინანსთა მინისტრმა ADB-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ღონისძიებები გააცნო

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ქართული დელეგაციის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებს წარუდგინეს პრეზენტაცია, საქართველოში ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელი, ასელ ჯუსუპბეკოვა, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს მრჩეველი დევიდ გარიგოს-სოლივა.

„დირექტორთა საბჭოს წევრები დეტალურად გაეცნენ წლიური შეხვედრისთვის შერჩეულ საკონფერენციო, შეხვედრებისა და საოფისე სივრცეებს, სავიზო და ტრანსპორტით უზრუნველყოფის, სხვა მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება