გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იტალიური კომპანიის TRE-Altamira-ს დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი იტალიური კომპანიის TRE-Altamira-ს დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, პაოლო ფერარის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერებს შეხვდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. იტალიელმა მეცნიერებმა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, დისტანციური ზონდირების InSAR ტექნიკის გამოყენებით ბუნებრივი საფრთხეების კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სატელიტური ფოტოები მეწყრული პროცესების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

„გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სტიქიური პროცესების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, InSAR ტექნიკის დანერგვა შესაბამის სამსახურებს, მათ შორის გარემოს ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვნად დაეხმარება კატასტროფების მართვასთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავების პროცესში.

დღეისათვის, აღნიშნული ტექნოლოგიები აქტიურად ინერგება და ვითარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ბუნებრივი საფრთხეების ინტეგრირებული მონიტორინგი, პროგნოზირება თუ ადრეული გაფრთხილებების მომზადება/გავრცელება კომპლექსურად, შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურების ჩართულობით ხორციელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება