გორმა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტმა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშობა დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, პირველად, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საჯარო და კერძო სექტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები ერთობლივად იმუშავებენ.

„პირველი სამუშაო შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში უკვე გაიმართა.

სამუშო ჯგუფის წევრები ევროპის საბჭოს მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ მეთოდოლოგიაზე „Civil Participation Tools“ - ზე დაყრდნობით შეფასდნენ და შეირჩნენ.

მუნიციპალიტეტს დოკუმენტის შექმნის პროცესში მენტორობას USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის“ ექსპერტები გაუწევენ.

განვითარების დოკუმენტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის განვითარების 4-წლიან გეგმას, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების კვლევაზე, გამოწვევების გაცნობიერებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე იქნება დაყრდნობილი.

დოკუმენტში თავმოყრილი და გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა მიმართულებით აქამდე არსებული ყველა სამუშაო დოკუმენტი.

სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N264 განკარგულების „მუნიციპალიტეტის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ N2 პუნქტის შესაბამისად ხორცილდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს