ოლაფ შოლცი - პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას

პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით ევროპელი ლიდერების მოლაპარაკების ერთ-ერთი უმთავრესი თემა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება იქნება.

„ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ უკრაინის სასარგებლოდ გამოვიყენებთ გაყინულ რუსულ აქტივებს. ამ თანხიდან ევროკავშირმა პირველ რიგში, უნდა შეიძინოს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას ასე სჭირდება თავდაცვისთვის“, - განაცხადა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება