ვლადიმერ პუტინი ამომრჩეველს - მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური გამარჯვება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიეცით ხმა. მთავარია, თქვენ დაამტკიცეთ, რომ თქვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას პატივს სცემთ, არჩევანის თავისუფლებას აფასებთ. თითოეული თქვენგანის ხმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება

„მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნებში ფორმალური გამარჯვება. ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის მხარდაჭერას ნიშნავს, ჩვენი საერთო მიღწევების მხარდაჭერაა, რომლებიც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდებული უნდა იყოს, მაგრამ დღეს ისინი რუსეთს კიდევ უფრო აძლიერებენ და დამოუკიდებელს ხდიან“, - აღნიშნა პუტინმა.

დღეს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28%-ი მოიპოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს