რატი იონათამიშვილი - იცით, როგორ აშუქებს „ნაცმოძრაობის“ მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას?  - „ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია“, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, აღიარებენ

იცით, როგორ აშუქებს „ნაცმოძრაობის“ მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? - „ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვი, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო“, აღიარებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რატი იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…“

„იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია ნაცების და უკრაინელი დეპუტატების მიერ ევროპულ რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას?

“ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…”

ანუ, მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია, - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, მათივე ტელევიზიებით აღიარებენ!

საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი, თან ასე სინქრონში: ჯერ ქმედებით და მერე ასეთი გაშუქებით!“ ,- წერს რატი იონათამიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება