ევროკომისიის დოკუმენტი - ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს

ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს. ამის შესახებ გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია.

ევროკომისიის პრესსამსახურის თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტს წვლილი შეაქვს ევროკავშირის შიდა რეფორმებზე მიმდინარე დისკუსიაში, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

კერძოდ, დოკუმენტი ოთხ ძირითად სივრცეს გამოყოფს - ღირებულებები, პოლიტიკა, ბიუჯეტი და მმართველობა.

“გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესია. მაშინ როდესაც გამოწვევები არსებობს, კარგად მომზადებული გაფართოების პროცესის სარგებელი რამდენიმე სფეროზე ვრცელდება: გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და დემოკრატიული. ევროკავშირმა კარგად მოამზადა წინა გაფართოებები, გაწევრიანებამდე ევროკავშირის პოლიტიკის მორგებით, მკაცრი გაწევრიანების პროცესის უზრუნველყოფით, გამიზნული მხარდაჭერით და - სადაც საჭირო იყო - ცვლილებით. რათა სარგებელი მატერიალიზებულ იქნას, ევროკავშირიც და გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიც კარგად უნდა იყვნენ მომზადებული, და გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებულად უნდა დარჩეს. ეს მოითხოვს სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებასა და ჩართულობას, პირველ რიგში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისგან, მაგრამ ასევე ევროკავშირისგანაც”, - წერია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს