აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ესტუმრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ლევან ჩაკვეტაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამებში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა საჭიროებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამინისტროში მოქმედ მიმდინარე წლის პროგრამებს.

„შეხვედრის ფარგლებში ლევან ჩაკვეტაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ბავშვებს სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება