ბორჯომში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით, დღის ცენტრ „თებეს“ ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ,,თებეს" ბენეფიციარები აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრით წარსდგნენ.

„მათთვის განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ანიმატორები ზრუნავდნენ, მოეწყო ილუზიონისტების და გიგანტი საპნის ბუშტების შოუ.

ღონისძიებას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაეროს ეგიდით, 2011 წლიდან აღინიშნება. ყოველ წელს ამ დღეს მსოფლიო სხვადასხვა გზავნილით ხვდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს