მიხეილ სარჯველაძე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძეს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანდაცვის კუთხით, აჭარასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, როგორც სისტემაში შემავალი უწყებები, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მომავალში, ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში, მისასალმებელია მათი აქტიური ჩართულობა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძეს და ლევან ჩაკვეტაძეს, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხდა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს