მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ. წარმოადგინეს ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.

„მოეწყო სახალხო სეირნობა, თეატრალიზებული მსვლელობა და პერფორმანსები, ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლურად კოცონიც აანთეს.

თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა ნოვრუზის შესახებ პერფორმანსი წარმოადგინეს.

ასევე, გაიმართა სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში და მშვილდოსნობაში. გამარჯვებულებს, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიება აშუღი თინა ნარგილეს, ადგილობრივი შემსრულებლების, დუეტი ლეონის და მოწვეული მომღერლის, ვეფა შერიფოვას კონცერტით დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს