ალექსანდრ სირსკი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს

თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, ტიერი ბიურკართან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“ინფორმაცია მივაწოდე ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს”, - წერს სირსკი.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს “უკრაინის უწყვეტი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის”.

სირსკიმ, ასევე, მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საფრანგეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებაში მხარდაჭერისთვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს