გია ვოლსკი გვარამია-მელიას გაერთიანებაზე - ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები, ამ მანქანამ ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე გადაიარა

გაერთიანება, რომელსაც „ახალი“ დაერქვა, პირდაპირ მონაწილეა დანაშაულებრივი საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა ქვეყანაში - ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მელია-გვარამიას პარტიის წარმომადგენლების განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვთ, უცხოელებისთვის კეთდება.

„განცხადებებს უცხოელი პარტნიორებისთვის აკეთებენ, რომ ვითომ სხვა არიან. ატყუებენ რომ კოალიციური მთავრობა იქნება სტაბილურობისა და დეპოლარიზაციის გარანტი. ეს არის მავნებელთა ერთი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ნიშებს იკავებენ და სწორ დროს უნდა შეგროვდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს, ზოგს სისხლში აქვს ხელები დასვრილი პირდაპირი მნიშვნელობით.

გაერთიანება, რომელსაც „ახალი“ დაერქვა, პირდაპირ მონაწილეა დანაშაულებრივი საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა ქვეყანაში. არა თუ შემოქმედნი, არამედ განმხორციელებელიც. ეს არის რეალობა. გინდ ახალი დაარქვი გინდ ძველი, ამათ ჰგონიათ რომ „ახალი“ თუ დაარქმევენ საზოგადოებას ახალი ეგონება. ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები. ამ მანქანამ ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე გადაიარა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება