ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა Magyar Nemzet-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთში არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პუტინს წერილი მისწერა, რომელშიც “არჩევნებში გამარჯვება” მიულოცა.

ორბანის წერილის თანახმად, ის მოხარულია, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, რაც ახლანდელ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.

“უნგრთი მშვიდობის მხარესაა: დარწმუნებულები ვართ, რომ დიალოგის გაგრძელება მშვიდობის უსწრაფესად დამყარების ფუნდამენტური პირობაა”, - ციტირებს ორბანს გამოცემა.

ორბანის წარმომადგენლის ბერტალან ჰავაშის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს შეატყობინა, რომ ბუდაპეშტი მზად არის რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად სფეროებში, რომლებიც საერთაშორისო სამართლით არ არიან შეზღუდული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება