პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ჩვენგან მანქანების დიდი რაოდენობა შედის, რომელიც ადრე არ შედიოდა, მაქვს საფუძვლიანი უფლება, მივიღო პასუხი, რა ხდება? - თუ ამის გამო მოღალატეს დამიძახებენ, ამით ჩემი ეჭვები არ გაიფანტება

არ შეიძლება დავაზიანოთ პარტიები, რომლებსაც 5%-ის აღების შანსი აქვთ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ მაგალითად, გვარამია-მელიას პარტია ძალიან აკრიტიკოს, ამით ორივე დაზარალდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ორი ენერგია აქვს - „სიღარიბე და წარსულში შერცხვენილი ოპოზიცია“ და სანამ ეს პარტია ხელისუფლებაში იქნება, სიღარიბე სულ იარსებებს.

„საქართველოში მოსახლეობის ნაწილი პროდასავლური არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ პროდასავლური ამომრჩეველი მათ ხმას არ მისცემს, ამიტომ სხვა კატეგორია უნდა იპოვონ. მათი ადმინისტრაციული რესურსი, დაახლოებით 20-25%-ია. მსგავსი არიან პოლიციის თანამშრომლები, კოორდინატორები, მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით, რეგიონებში.

საზოგადოებაში დაღლა იგრძნობა, ამდენი ხანი არცერთი პარტია არ ყოფილა ხელისუფლებაში, მაგრამ ხალხს სხვა არჩევანიც არ აქვს. ახალი პარტიები იქმნება, მაგრამ სახეები ძველია. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება დავაზიანოთ პარტიები, რომლებსაც 5%-ის აღების შანსი აქვთ, რადგან 5%-ზე ნაკლები ნიშნავს იმას, რომ ხმები „ქართული ოცნების“ მხარეს მიდის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ მაგალითად, გვარამია-მელიას პარტია ძალიან აკრიტიკოს, ამით ორივე დაზარალდება.

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ორი ენერგია აქვს - სიღარიბე და წარსულში შერცხვენილი ოპოზიცია. სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, სიღარიბე სულ იარსებებს და სანამ ღარიბი ხალხი ხმას არ ამოიღებს, ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება „შერცხვენილ ოპოზიციას“ მათ შეცდომები უნდა აღიარონ და უნდა თქვან, რომ ამისთვის პასუხი აგეს. თავდაცვის ნაცვლად, განსხვავებული ლოზუნგები სჭირდებათ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხზეც ისაუბრა. ზაქარეიშვილის თქმით, სანქციებისთვის თავის არიდების კონტექსტში არსებულ ეჭვებს ხელისუფლების მხრიდან „გაფანტვა სჭირდება“ . ის ურჩევს მთავრობას ისაუბრონ „არა ემოციებით, არამედ საქმით“.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენგან მანქანების დიდი რაოდენობა შედის, რომელიც ადრე არ შედიოდა. მე მაქვს საფუძვლიანი უფლება, მივიღო პასუხი მთავრობისგან, რა ხდება, რა მანქანებია ეს? სად მიდის ამის შემდეგ, აქვს თუ არა ამას რამე კავშირი რუსეთთან? ფაქტია, მათ რაღაცა შეაქვთ ან გამოაქვთ. შესაძლოა პროდუქცია გადააქვთ, მე ამას ვერ დავამტკიცებ, მხოლოდ ეჭვი მაქვს, მაგრამ ამ ეჭვს გაფანტვა სჭირდება. თუ მთავრობას ვეუბნები, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას თავს არიდებს და ის ამის გამო მოღალატეს დამიძახებს, ამით ჩემი ეჭვები არ გაიფანტება. ილაპარაკონ არა ემოციებით, არამედ საქმით“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო