ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს

ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“მაშინ როდესაც უკრაინულ მარცვლეულს გზებზე და რკინიგზებზე ყრიან, ევროპაში ჯერ კიდევ შეაქვთ რუსული პროდუქცია, ასევე, სურსათი პუტინის კონტროლის ქვეშ მყოფი ბელარუსიიდან. კიდევ უფრო არასამართლიანია, როდესაც ვიღაც სისტემური სავაჭრო გადაწყვეტილებების განადგურებას ცდილობს, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენება და მთელი ევროპის სასარგებლოდ მუშაობს. ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვაჭრობის საკითხი, კერძოდ კი ევროკავშირთან სავაჭრო ლიბერალიზაციის რეჟიმის გაგრძელება, არა მხოლოდ სურსათის კონკრეტულ სახეობებს, არამედ რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობასაც ეხება.

“ვაჭრობაში ნებისმიერი დანაკარგი - ეს რესურსის დაკარგვაა, რომელიც რუსეთს აჩერებს…ჩვენი მარცვლეული ევროკავშირის სამხრეთი ნაწილისთვის არის მნიშვნელოვანი, კერძოდ, კი ესპანეთისა და იტალიის აგრარული სექტორისთვის. ჩვენი შაქარი რუმინულ ბაზარს სჭირდება. ანალოგიური ფაქტების აღნიშვნა სურსათის სხვა კატეგორიებზეც შეიძლება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს