ევროპული საბჭო - ევროკავშირი მოწოდებულია, გაზარდოს თავდაცვის მზადყოფნა და შესაძლებლობები მზარდი საფრთხეების ფონზე

ევროკავშირი მოწოდებულია, გაზარდოს თავდაცვის მზადყოფნა და შესაძლებლობები, რათა შეესაბამებოდეს მის საჭიროებებსა და ამბიციებს მზარდი საფრთხეებისა და უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შეამციროს სტრატეგიული დამოკიდებულებები და გაზარდოს თავისი შესაძლებლობები.

„ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა კავშირის მასშტაბით შესაბამისად უნდა გაძლიერდეს. თავდაცვის მზადყოფნის გაზრდა და კავშირის სუვერენიტეტის გაძლიერება მოითხოვს დამატებით ძალისხმევას, წევრი სახელმწიფოების კომპეტენციების შესაბამისად, რათა: შეასრულონ ერთობლივი ვალდებულება თავდაცვის ხარჯების არსებითად გაზრდის მიმართ და ერთად უკეთ და სწრაფად ინვესტირება მოახდინონ; გააუმჯობესონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო და კერძო ფინანსებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ კონტექსტში, ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს და კომისიას, გამოიკვლიონ დაფინანსების მობილიზების ყველა ვარიანტი და წარადგინონ მოხსენება ივნისამდე. გარდა ამისა, საბჭო იწვევს ევროპის საინვესტიციო ბანკს, მოერგოს თავდაცვის ინდუსტრიის დაკრედიტების პოლიტიკას და ორმაგი დანიშნულების საქონლის ამჟამინდელ დეფინიციას.

„ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის ძირითად ელემენტად „სტრატეგიული კომპასის“ განხორციელება რჩება და ის უნდა დაჩქარდეს. ევროკავშირის სწრაფი განლაგების შესაძლებლობებს, სამხედრო მობილურობას, წვრთნებს, კოსმოსური უსაფრთხოების გაძლიერებას, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის პრობლემის გადაჭრას ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი ევროკავშირი დადებითად შეუწყობს ხელს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ავსებს ნატო-ს, რომელიც, მისი წევრებისთვის, კოლექტიური თავდაცვის საფუძველია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება