ბერლინის სამოგზაურო მედია კონფერენციაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში - International Media Marketplace (Travel Media Conference) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, ინფლუენსერებსა და ბლოგერებს აერთიანებს.

„კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, 80-მდე შეხვედრა გამართეს ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან. მოლაპარაკეები შედგა Cycling Thread/National Geographic-ის, Neus Deutschland-ის, Ski Guide Austria-ის, Frankfurter Rundschau-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, საზღვაო და სამთო კურორტებს, დაინტერესდნენ სათავგადასავლო, ღვინისა და კულინარიული ტურიზმით.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით, მაღალრეიტინგული მედია საშუალებების, ბლოგერებისა და ინფლუენსერების მონაწილეობით დაიგეგმა პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

International Media Marketplace წლის განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იმართება. ბერლინის კონფერენციაზე 180 მედია კომპანია და 98 საერთაშორისო ბრენდი იყო წარმოდგენილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება