შალვა პაპუაშვილი ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობაზე - აქ მთავარი პრობლემა არის არა ბაზაში ან სხვადასხვა აღჭურვილობაში, არამედ ოკუპაციაში და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა

საქართველოზე საუკუნეებია გადის მარშრუტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი - საქართველო ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით ააშენებს, რათა თავისი როლი ეფექტიანად შეასრულოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რატომ გახდა საჭირო დარიალის ხეობის გზის რეაბილიტაცია და ხომ არ უკავშირდება ეს რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოსვლის გაადვილებას“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანა, მაგისტრალების და საგზაო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობაა, რომ საქართველომ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებლის როლი შეასრულოს.

„ჯერ კიდევ ისტორიული დროიდან, საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილია. ალბათ იცით, რომ საქართველოზე საუკუნეებია გადის მარშრუტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი. აქედან გამომდინარე, საგზაო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ როლისა. ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანა, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, სწორედ მაგისტრალების და საგზაო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობაა, რომ საქართველომ, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, შეასრულოს ის როლი, რასაც ჰქვია დაკავშირება ევროპასა და აზიას შორის. თქვენი [ჟურნალისტს] გამოსავალი ის თუა, რომ დავიქცეთ, დავინგრეთ და მაშინ არავის ყურადღებას არ მივიპყრობთ, მაშინ არ ვიცი, ეს შესაძლოა თქვენი გამოსავალი იყოს, მაგრამ რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით ააშენებს საქართველო, რათა საქართველომ თავისი როლი ეფექტიანად შეასრულოს. ეს როლი, რა თქმა უნდა ისაა, რომ სხვადასხვა ტვირთი გადაადგილდებოდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ არსებული საფრთხე უპირველესად ოკუპაციასთანაა დაკავშირებული და არა კონკრეტულ ბაზასთან.

„საფრთხეები არის და უპირველესად ეს საფრთხეები განპირობებულია ოკუპაციით. ეს ბაზა არის დამატებითი ინსტრუმენტი, თუმცა მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია. ხარისხობრივად, საფრთხესთან შედარებით, რომელიც ოკუპაციიდან მოდის, დიდ სხვაობას არ იძლევა იმ მხრივ, რომ საფრთხე, რაც ისედაც არის ოკუპაციიდან გამომდინარე, არსებობს. ამიტომ, აქ მთავარი პრობლემა არის არა ბაზაში ან სხვადასხვა აღჭურვილობაში, არამედ მთავარი პრობლემა არის ოკუპაციაში და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ამიტომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ეს საფრთხეც დასრულდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა