არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საგრანტო პროექტი „ერუდიციის კურსი“ მიმდინარეობს

არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საგრანტო პროექტი „ერუდიციის კურსი“ მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი „ერუდიციის (ინტელექტის განვითარების) კურსი“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიმართულება ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებაა.

პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა, ხოლო კურსს გიორგი გოგელია გაუძღვება.

„არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სალექციო კურსის ფარგლებში გაეცნობიან კლასიკური ლიტერატურის სპეციალურად შერჩეულ ნაწარმოებებს და გააანალიზებენ მათ დისკუსიის ფორმატში; შეისწავლიან იმ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარების საქმეში; გაეცნობიან ზოგიერთი სახელმწიფოს კულტურის ისტორიას.

პროექტის მიზანია მსმენელთათვის (მსჯავრდებულებისთვის) ინტელექტუალური დონის მკვეთრად მომატება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, არგუმენტირებულად საუბრის უნარების გაუმჯობესება, მიღებული ცოდნის გადმოცემისა და პოლემიკა-დისკუსიის კულტურის განვითარება.

იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიც ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება