გიორგი ვაშაძე - უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა ევროპული პარტიების ოჯახი საკუთარ სახელმძღვანელო დოკუმენტში მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას - ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი

საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის ელოდებიან. ვინც ამ ყველაფერს დღეს ეწინააღმდეგება, ეს არის ივანიშვილის პარტია, რომელიც მუდმივად პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

„უმნიშვნელოვანესი და მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ევროპული პარტიების ოჯახი საკუთარ საარჩევნო დაპირებაში და სახელმძღვანელო დოკუმენტში მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ეს არის სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგი. ჩვენი ევროპელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, 2029 წლისთვის სრულად მზად იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, ასეთი დოკუმენტი ჯერ არცერთ სხვა ორგანიზაციას არ მიუღია. ფაქტია, ევროპის კარები ჩვენთვის ღიაა. საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის ელოდებიან. ვინც ამ ყველაფერს დღეს ეწინააღმდეგება, ეს არის ივანიშვილის პარტია, რომელიც მუდმივად პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული. ჩვენ გვინდა ევროკავშირი ძლიერი ეკონომიკისთვის, ევროპული ინვესტიციებისთვის, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, ფასების სტაბილიზაციისთვის, იმისთვის, რომ გლობალური ეკონომიკის ნაწილი გავხდეთ. ის კეთილდღეობა, რაც ევროპაშია, საქართველოში მოვიტანოთ. პირდაპირ ვამბობ, ამისთვის 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი. ყველა ელოდება 26 ოქტომბერს. საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ხალხზე ზრუნავს და დააჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თუ ხელისუფლება, რომელიც დღეს ჰყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის