„გორმედის“ სამედიცინო ცენტრში დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21 მარტს, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართა - მოეწყო სპეციალური სივრცე და მუსიკისა და ბევრი ფერადი ბუშტით დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს საჩუქრები გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს.

„მივესალმები ამ დღის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ ყველანაირ ღონისძიებას. სოციუმისთვის ეს ნამდვილად საჭიროა, თუმცა ამ ბავშვებს არ სჭირდებათ აფიშირება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეთი სინდრომით დაბადებული ბავშვები ძალიან განვითარებულები და წარმატებულები არიან. მინდა, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად გაიცნოს განსაკუთრებული ბავშვები. კიდევ ერთხელ ვულოცავ „მზის შვილებს“ მათ დღეს“, - განაცხადა „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა.

ინფორმაციის თანახმად, 21 მარტს მსოფლიო განსაკუთრებული ბავშვების დღეს აღნიშნავს, ამიტომ, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

კამპანიის წლევანდელი გზავნილია „დავამსხვრიოთ სტერეოტიპები“. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - 21 მარტი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება