ლევან ხაბეიშვილი - ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დატოვება ერთადერთი პოზიტიური პერსპექტივაა

ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დატოვება ერთადერთი პოზიტიური პერსპექტივაა. 2024 წლის არჩევნებში, ახალგაზრდები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ, რადგან სწორედ მათ უკავშირდებათ საქართველოს მომავალი და მათ უნდა მიიღონ სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

როგორც ერთ-ერთ სოციალურ ქსელ ხაბეიშვილი წერს, საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს უკავშირდებათ და მათ უნდა მიიღონ სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებები.

„საქართველოს პარლამენტში, ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. ახალგაზრდებს ძალიან კარგად ესმით ევროკავშირის მნიშვნელობა და შესაბამისად, ზუსტად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა და ბევრი სხვა სიკეთე სწორედ ევროკავშირთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დატოვება ერთადერთი პოზიტიური პერსპექტივაა.

ახალგაზრდების ჩართულობა იქნება გადამწყვეტი 2024 წლის არჩევნებში.

საქართველოს მომავალს განსაზღვრავს ხალხი და განსაკუთრებული როლი აქვს ახალგაზრდებს. 2024 წელი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია, გააკეთონ ანალიზი და ასე მიიღონ გადაწყვეტილება. საქართველოს მომავალი მათ უკავშირდებათ და მათ უნდა მიიღონ სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებები. უამრავი წუხილი აქვთ და ცხადია ეს უკავშირდება ეკონომიკურ სიდუხჭირეს, პრობლემებს რომლის წინაშეც ყველა ოჯახი დგას და ცხადია, ახალგაზრდებსაც უამრავი პრობლემა აქვთ. ღია დისკუსია, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია არის შესაძლებლობა, რომ ერთად მოვახერხოთ ამ კრიზისების დაძლევა”, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს