წარმოიდგინე იცხოვრო 5-ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსში და მიიღო ყველა შესაბამისი სასტუმრო სერვისი შენს ბინაში. დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ მსოფლიოში ცნობილ ესპანურ კომპანია „Barcelo Hotel Group”-თან პარტნიორობით, თბილისში ახალ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს «ესპანურ კვარტალს» აშენებს, რომელიც მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამული ხედებით ქალაქის შუაგულში განთავსდება.
კომპანია „ელთ ბილდინგს“ დეველოპერულ სფეროში უკვე თავისი ნიშა აქვს და სექტორში საკუთარი ისტორიაც შექმნა. ბათუმში განხორციელებული რამდენიმე მსხვილი პროექტის შემდეგ, კომპანია თბილისის ბაზარზე შემოდის.
2024 წლიდან საქართველოში პირველად, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მრავალმხრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და უკვე არსებული რეპუტაციის გათვალისწინებით „ელთ ბილდინგი“ ბარსელო ჰოტელ გრუპის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით გახდა. „Barcelo Hotel Group”-ი ესპანეთის ნომერ მეორე სასტუმროების ქსელია და მსოფლიოში თავისი მასშტაბით ტოპ ოცეულში შედის, მის ანგარიშზე კი 250-ზე მეტი, 4 და 5 ვარსკვლავიანი ურბანული და დასასვენებელი სასტუმრო და 55 000 -ზე მეტი ნომერია. კომპანია 4-ი სხვადასხვა ბრენდის ქვეშ მსოფლიოს 22 ქვეყანაში ოპერირებს.
დეველოპერულ სექტორში წარმატებული კოლაბორაციის შედეგად, შეიქმნა პროეტი „ესპანური კვარტალი“, რომლის განხორციელებისთვის 50 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი პროექტის „ესპანური კვარტალის“ პრეზენტაცია თბილისში შედგა, რომელსაც 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მთავრობის, ბიზნესსექტორის და ესპანური დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები.
ელთ ბილდინგი დეველოპერული სექტორის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს , „ესპანური კვარტალი“ კი გამორჩეული არქიტექტურის კომპლექსი იქნება, რომელიც განსხვავებული ფართობისა და დიზაინის აპარტამენტებსა და ტერასებს გააერთიანებს. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების გარემო, სერვისების მრავალფეროვნება, გამწვანება, სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი – ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „ელთ ბილდინგი“ მომხმარებლებს შესთავაზებს.
„ელთ ბილდინგის“ მიმდინარე და განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი შთამბეჭდავია: "ელთ კვარტალი" ბათუმში, „SUNRISE“, „LA QUINTA BY WYNDHAM“, „RAINBOW“, „MARINA CLUB“-ი, „SUNSET“-ი და „OPTIMA“.
(R)