დავით მათიკაშვილი „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირების ჩავარდნაზე - მოხდა აბსოლუტურად სამარცხვინო ფაქტი, იმდენად სამარცხვინო, რომ ამ სირცხვილს ოპოზიცია ვერ ჩამოირეცხავს

მოხდა აბსოლუტურად სამარცხვინო ფაქტი. იმდენად სამარცხვინო, რომ ამ სირცხვილს ოპოზიცია ვერ ჩამოირეცხავს, ეს ფაქტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ “ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ რეზოლუციის პროექტის ინიცირება ვერ მოხერხდა.

მათიკაშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციის აბსოლუტურად ყველა ოპოზიციონერ წევრს ჰქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ რეგისტრირდებოდა რეზოლუცია.

“რეზოლუციის ტექსტი იყო ატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას, მათ შორის ქართული დელეგაციის ოპოზიციურ ფლანგს ჰქონდა წვდომა რეზოლუციის ტექსტთან და სრულიად სამარცხვინოდ, საკუთარი ქვეყნისადმი მტრულად განწყობით და არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ქვეყნის, ქვეყნების გათვალისწინებით, ამ ადამიანებმა რეზოლუციას, სადაც ქვეყნის ოკუპაციაზე, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე იყო საუბარი, ხელი არ მოაწერეს და არ მისცეს საშუალება, რომ ეს დოკუმენტი სათანადო წესით დარეგისტრირებულიყო და შემდეგ გასულიყო კენჭსაყრელ საკითხებში”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს