კახა კალაძე - არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ, იცით, 2020 წლის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის ამბავიც - არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია

საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში კარგად გამოჩნდა, ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს უდიდესი შანსი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, რის საფუძველსაც აძლევთ ჩატარებული კვლევები და საზოგადოების მხარდაჭერა.

„ამის თქმის საშუალებას გვაძლევს უზარმაზარი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. დღეს, საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში, კარგად გამოჩნდა ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ. რადიკალიზმით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს და ისინი ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი.

გარდა ამისა, კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში. გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ დღეს, ჩვენს გუნდს აქვს უდიდესი შანსი მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება შეუძლია, სხვების თითის დაქნევაზე არ მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა კი, არავის მიეცემა.

„არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ - 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლების ამბავიც და ისიც, თუ ვის ჰქონდა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია. 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. საერთოდ თუ გააჩნიათ ასეთი ხედვა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება