საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მედიით მანიპულაციური, მოსახლეობის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მედიით მანიპულაციური, მოსახლეობის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალმა გზამ უნდა ჩაანაცვლოს არსებული გზის ის მონაკვეთი, რომელიც საინჟინრო და საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს მანიპულაციის გზით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას.

გავრცელებულ ინფორმაციაში ჟურნალისტი და ე.წ. ექსპერტები სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობას ასაღებენ პოლიტიკურ პროექტად მაშინ, როდესაც ახალმა გზამ უნდა ჩაანაცვლოს არსებული გზის ის მონაკვეთი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საინჟინრო და საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებს და რომლითაც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა 2023 წლის ზაფხულში, რაზეც გაავრცელა კიდეც ინფორმაცია. გამოცხადებულ ტენდერში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, რის გამოც გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი, E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შემადგენელი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.

სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ახალი გზა სტეფანწმინდასთან დაიწყება და დარიალის ახალ გვირაბამდე მივა. პროექტი 2 ზოლიანი 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. გზის აღნიშნული მიმართულებით მრავალი გამოწვევაა და საჭიროებს განვითარებას. ამისათვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე აქტიურად გრძელდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, სადაც სრულდება 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის ბურღვის სამუშაოები.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს წვდომას ყველა საჭირო ეკონომიკურ თუ სოციალურ სერვისზე წლის ნებისმიერ დროს და გზაზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სატენდერო პროცედურები საერთაშორისო შესყიდვის წესების შესაბამისად ჩატარდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 225 მილიონი ლარია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება