კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ქვეყნის მტრები

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციას, რომელმაც „ევრონესტში“ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა, აეროპორტში „მოღალატის“ შეძახილებით დახვდნენ.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები და ეს ბევრ კონკრეტულ საქმეში გამოიხატა. ყველამ კარგად ვიცით, რომ კაბინეტებში დარბოდნენ და სხვათა შორის, ეგ ამბავი თვითონ გამოიტანეს, რადგან ზოგიერთმა უხერხულობა იგრძნო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს თავისი ოჯახით, შვილებით და ყველას უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. მაგრამ იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც დარბოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებით, მათ ჰყავთ კონკრეტული პატრონები და ასრულებენ შესაბამის დავალებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საქმესთან და საქართველოს ინტერესებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო