უკრაინაში, რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის გამო, 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლექსი კულებამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ხარკოვის ოლქში დაახლოებით 700 000 ადამიანი დაზარალდა, მინიმუმ 200 000 ათასი სამხრეთ ოდესასში, ამდენივე სამხრეთ-აღმოსავლეთ დნეპროპეტროვსკში და 110 000 - პოლტავის ოლქში.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე ელექტროსადგურები, ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და საცხოვრებელი კორპუსები იყო.

უკრაინის სახელმწიფო ჰიდროენერგეტიკული კომპანიის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეში მდებარე ქვეყნის უდიდეს კაშხალს, „დნიპროს ჰიდროელექტროსადგურს“ დაარტყა, სადაც მაშველები ხანძარს ებრძვიან, თუმცა კაშხლის გარღვევის საფრთხე არ არსებობს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ დღეს განხორციელებული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო. „მიზანი არის არა მხოლოდ ზიანის მიყენება, არამედ მცდელობა, რომ ისევე როგორც გასულ წელს, წელსაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ფართომასშტაბიანი მარცხი გამოიწვიონ“, - დაწერა მან „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს