ბორჯომის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე.

„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას; აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებისა და საქართველოში ნატო-ს ალიანსის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაგრძელდა, ტერიტორიაზე განთავსდა მოძრავი საელჩო, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საქართველოში განსახორციელებელ პროგრამებს და პროექტებს.

ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად 2 წლის ვადით აირჩა. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ნატო-ს ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი ამოცანაა საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება