ჯაბა სამუშია ჯემალ აჯიაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით ჯემალ აჯიაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთჯერადი სტიპენდია დაწესდება, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთ წარჩინებულ სტუდენტს გადაეცემა.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ინიციატივა რექტორმა ჯემალ აჯიაშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციაზე "კულტურათა დიალოგი გრძელდება" გააჟღერა.

სამეცნიერო კონფერენციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ, კოლეგებმა, სტუდენტებმა გაიხსენეს ჯემალ აჯიაშვილი, ისაუბრეს მის სამეცნიერო, კულტურულ, ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობაზე.

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ჯემალ აჯიაშვილზე, როგორც ქართულ-ებრაული ურთიერთობის სიმბოლოზე ისაუბრა.

„ჯემალ აჯიაშვილის გარეშე წარმოუდგენელია ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობა. უახლესი ქართული ლიტერატურა წარმოუდგენელია ჯემალ აჯიაშვილის შემოქმედებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის გარეშე. იგი ნამდვილი უნივერსიტეტელი იყო. მისი პირველი ნაშრომიც „პირველ სხივში“ გამოქვეყნდა და აქედან მოყოლებული ჩვენი საზოგადოება ადევნებდა თვალს მის შემოქმედებას. მე გამოვყოფდი მის ერთ-ერთ თარგმანს - ებრაული შუა საუკუნეების პოეზია, რომელიც გამომცემლობასთან ერთად, ჩვენი ახალი პროექტის „მსოფლიო ლიტერატურის“ ფარგლებში ხელახლა დაიბეჭდება,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა ჯემალ აჯიაშვილის მოღვაწეობა და ღვაწლი გაიხსენა. „ჭეშმარიტმა უნივერსიტეტელმა, შესანიშნავმა მთარგმნელმა, პოეტმა, მწერალმა და მკვლევარმა ჯემალ აჯიაშვილმა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მე-20 საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში, არაერთ თაობაში გაავრცელა და დაამკვიდრა ის ღირებულებები, რომლებსაც აგერ უკვე ერთი საუკუნეა უნივერსიტეტი ამკვიდრებს ქვეყანაში. მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა იყო განსაკუთრებული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც შეგვიძლია მოკლედ შევაფასოთ, როგორც ნატიფი და უბადლო. ჯემალ აჯიაშვილი ერთნაირი სიღრმით ეცნობოდა და წარმოაჩენდა სხვადასხვა ეპოქის, ესთეტიკისა და კულტურის წარმომადგენელთა შემოქმედებას,“ - აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების პროფესორებმა და სტუდენტებმა, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ჯემალ აჯიაშვილის მოღვაწეობას მიეძღვნა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის თარგმანთმცოდნეობის კათედრა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი, ისრაელის ცენტრი. სამეცნიერო კონფერენცია 23 მარტს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს