გაბრიელიუს  ლანდსბერგისი - შევაფერხეთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა უკრაინელებს ვთხოვთ, ხელჩამოშვებული ისხდნენ, სანამ ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს ეხმაურება და უკრაინის მიმართ დასავლეთის პოლიტიკას აკრიტიკებს.

„ჩვენ შევაფერხეთ იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა ვთხოვთ უკრაინელებს ხელჩამოშვებული ისხდნენ, სანამ ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა. ასეთი შეცდომები მთელი საუკუნის კურსს ადგენს და ამ ყველაფერს არავითარი გამართლება არ აქვს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში, 150-ზე მეტი რაკეტისა და დრონის გამოყენებით, მასიური თავდასხმები განახორციელეს. არიან დაღუპულები, დაშავებულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე ელექტროსადგურები, ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი და საცხოვრებელი კორპუსები იყო. დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეში მდებარე „დნიპროს ჰიდროელექტროსადგურზე“, სადაც მაშველები ხანძარს ებრძვიან. თავდასხმების გამო, ქვეყანაში 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება