თბილისის მერი ბაგების დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო

ვაკის რაიონში, კერძოდ, ბაგების დასახლებაში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების შედეგებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედელი ამ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ მოაწყო.

„გზის აღნიშნული მონაკვეთი იყო მეწყრული, იშლებოდა და ავტომობილების გადაადგილება სახიფათო იყო. შესაბამისად, განვახორციელეთ ეს პროექტი, მოეწყო დაახლოებით, 100 მეტრის სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რათა აღნიშნული გზა დაიჭიროს. პროექტი უკვე დასრულებულია, გზის ეს მონაკვეთი სრულად უსაფრთხოა და ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. იყო გარკვეული პრობლემები პროექტის განხორციელების დროს, თუმცა დღეს ყველაფერი დასრულებული და მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში დამონტაჟდება განათების ბოძებიც და მოაჯირები. ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება