მამუკა მდინარაძე - გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღს რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს თავმჯდომარის მამას შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია

გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღსაც რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მამას წარსულში შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის კამპანია ოპოზიციისთვის გამოსავალია.

„ეს არის ერთადერთი მთავარი ხაზი, რაზეც მთელი ოპოზიცია ჩამოეკიდება. როდესაც მათ იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, პატრონები და მათგან მივლენილი პიარის სპეციალისტები ეუბნებიან, რომ პირველი ამოცანა ლეგიტიმაციის პრობლემის დაყენება უნდა იყოს თქვენი მხრიდანო. ამისათვის რა არის საჭირო? - ცესკო-ს დისკრედიტაცია. ამისათვის რა არის საჭირო? - მაგალითად, ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეზე, რომელიც შეიძლება მომავალშიც კანდიდატი იყოს, დისკრედიტაციის კამპანიის აგორება და კანონის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ერგება, მით უმეტეს, თუ ვენეციის დასკვნის რაღაც პუნქტი ამის საშუალებას იძლევა. გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღსაც კი, რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მამას წარსულში შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია. ეს არის მათი მთავარი ხაზი და მთავარი ტყუილი, წინასწარ პრობლემები შეუქმნან ლეგიტიმაციას, ამიტომ უტევენ ისინი ცესკო-ს. ეს არჩევნების დღემდე და არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ, ცესკო-ზე მუდმივი შტურმი და მუდმივი ტყუილები იქნება, რადგან ლეგიტიმაციის საკითხია მათი გამოსავალი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის