დავით ხაჯიშვილი - რატომ არ დგამს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა? - ემიგრანტები ვერ დავარწმუნეთ, რომ საკონსულოში აღრიცხვა დეპორტაციას არ ნიშნავს

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის დავით ხაჯიშვილის შეფასებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ემიგრაციაში წასულმა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

მისივე განცხადებით, ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქე მილიონზე მეტია და აქედან 12 ათასი მონაწილეობს არჩევნებში.

„დიასპორაში, 12 ათასი ჩვენი თანამოქალაქე მონაწილეობს არჩევნებში, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს ემიგრაციაში. რატომ არ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და რატომ არ ვწევთ ამ ნიშნულს მაღლა? ეს არის ერთი პროცენტი იმ რაოდენობის, რაც ემიგრაციაშია. ამ ნიშნულის აწევა თავისუფლად შეიძლება 20%-ამდე, მაგრამ ხელისუფლება ამისათვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლია ამ საკითხში გაიზიაროს მოლდოვის გამოცდილება, რომელმაც იმისათვის, რომ ემიგრაციაში მოქალაქეებს მაქსიმალურად შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა, ყველა არსებული ბარიერი მოხსნა.

„ქართველებისთვის კი, ონლაინ რომ გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია, არის ბარიერები. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ცნობიერების ამაღლებისთვის. ემიგრაციაში მყოფი თანამოქალაქეები ჩვენ ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ საკონსულოში აღრიცხვა არ ნიშნავს იმ ქვეყნიდან დეპორტაციას. არადა მათ ეშინიათ, რომ თუ საკონსულო აღრიცხვას გაივლიან, მეტი პრობლემები შეექმნებათ იმ ქვეყანაში. ეს ასე არ არის. მივმართავ ჩვენს დიასპორას, თუ თქვენ საკონსულო აღრიცხვას გაივლით, ეს პრობლემა არ შეგექმნებათ“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მხოლოდ რამდენიმე ქალაქში გვაქვს საკონსულო, სადაც შეიძლება ხმის მიცემა და ამ დროს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ თუნდაც 30 საარჩევნო უბანი გახსნას, რაც თავისუფლად არის შესაძლებელი.

„რატომ არ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და არ მივმართავთ, რომ ამ საკითხში დაგვეხმარონ, როდესაც მათი მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ამისათვის მზად არიან? რატომ არ დგამს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა? პასუხი ცხადია, ვინაიდან დიასპორაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების 80%-ზე მეტი ხმას ოპოზიციას აძლევს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ხსნით დამატებით უბნებს“, - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლებას, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება