სკრასა და ბეთლემში სკოლასთან მისასვლელ გზებზე ასფალტის საფარი დაიგო

სკრასა და ბეთლემში სკოლასთან მისასვლელ გზებზე ასფალტის საფარი დაიგო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა სკოლასთან მისასვლელი გზისა, ბეთლემში მოასფალტდა სკოლის ეზო, ხოლო სკრაში მოიხრეშა სავარგულებთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც სამი სოფლის (სკრა, რიეთი, ბეთლემი) მოსახლეობას ემსახურება.

მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ადგილობრივი გზების მოვლა - შენახვის მომსახურების ფარგლებში ჩატარდა.

„გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტს მთელი წლის განმავლობაში ემსახურება.

კონტრაქტორმა კომპანიამ მიმდინარე წლის განმავლობაში ზემო ნიქოზში გზის მონაკვეთზე მოაწყო ასფალტის საფარი, ზერტსა და ზემო ხვითში ჩაატარა გზების ორმოული შეკეთების სამუშაოები, საქაშეთსა და ყელქცეულში კი მოიხრეშა შიდა გზები.

შეთანხმება ითვალისწინებს: გზის სავალი ნაწილის მოვლა-შენახვას (სეზონის გათვალისწინებით), ტროტუარებზე საფარის მოწყობას, სანიაღვრეების რეაბილიტაციას, ხელოვნური ნაგებობის მოვლა-შენახვას, მიწის ვაკისის მოვლა-შენახვას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვას.

ხელშეკრულების ღირებულება 2 მილიონი ლარია. ანგარიშსწორება შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით ხორციელდება“,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს