არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში 100%-ით არის გაზრდილი საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობა არჩევნებში და 44%-ით არის გაზრდილი რეგისტრაციის მაჩვენებელი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში 100%-ით არის გაზრდილი საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობა არჩევნებში და 44%-ით გაზრდილი რეგისტრაციის მაჩვენებელი. ეს არის კონკრეტული რიცხვები, რომელსაც წყალი არ გაუვა, მაგრამ სტრატეგიის არგუმენტებს ჰაერი გასდის და წყალიც გაუვა, რომ გადავამოწმოთ - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა კითხვით, სად იყვნენ მაშინ, როცა საზოგადოებამ მაღალი აქტივობით აირჩია ოპოზიციაში და რატომ არ შედიოდნენ პარლამენტში რვა თვის განმავლობაში.

„რომ ამბობთ, დაბალი აქტივობა იყო 2020 წელშიო, მაღალი აქტივობა სადაც იყო, იქ სად იყავით? - ხომ იყო მაღალი აქტივობა, ხომ აგირჩიათ ოპოზიციაში საზოგადოების ნაწილმა, სად იყავით, რვა თვე რატომ არ მოდიოდით პარლამენტში? და ამის მერე თქვენ გვარწმუნებთ, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ხმები იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი და მაგას სცემთ პატივს? როცა ქვეყნის შიგნით 100 ათასობით მოქალაქემ აგირჩიათ ოპოზიციაში და თქვენ არ შემოდიოდით, სანამ ევროკავშირმა და ევროპარლამენტარებმა არ გითხრეს პირდაპირ ის, რასაც გეუბნებოდით ჩვენ - ძირს უთხრით არჩევნებს და ძირს უთხრით დემოკრატიას. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, ევროპული სტანდარტით, თავისუფალ პირობებში და საქართველო გააგრძელებს განვითარებას და სვლას ევროპისკენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება