კახა კალაძე - 26 მარტს, გულშემატკივარი ფინალის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება და ფინალში გასვლა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო-ჩართვისას ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს ქომაგობისა და ქართული სპორტის სიყვარულისთვის.

„პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. გუშინ უამრავი ადამიანი იყო გამოსული და ზოგმა სტადიონზე, ზოგმა კი დიდ ეკრანთან უყურა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო წვიმდა. ეს არის ქართული სპორტის სიყვარული. უთქვენოდ, გულშემატკივრის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს სპორტს, ფეხბურთს. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სპორტსმენებს უდიდეს მუხტს აძლევთ. მადლობა თქვენ, ქომაგობისთვის და ქართული სპორტის სიყვარულისთვის.

ახლა კი, ერთი ნაბიჯი რჩება ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. 26 მარტს, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე ფინალი გაიმართება. ჩვენი ბიჭები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 23 მარტიდან იწყება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა, ხოლო მათთვის, ვინც ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებს, დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მოაწყობს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზონას და დიდ ეკრანს.

„ხვალ იწყება ბილეთების გაყიდვა. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ელოდება და აქვს სურვილი სტადიონზე მოხვედრის. თუმცა, ყველას ვერ დაიტევს „დინამო არენა“ და გულდაწყვეტილი ადამიანებიც იქნებიან. შესაბამისად, ამჯერადაც, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ისევ გავაკეთებთ სპეციალურ სივრცეს ქომაგებისთვის. ღია ცის ქვეშ იქნება დიდი ეკრანი. საღამოს, 19:00 საათიდან ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ. გავამხნეოთ, მხარი დავუჭიროთ ბიჭებს. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ. ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება