აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება მიმოიხილა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის მიმოხილვა საკანონმდებლო ორგანოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძე წარმოადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ახალგაზრდული კონკურსების შესახებ საკითხი, რომელსაც სამოქმედო გეგმის მეორე ვალდებულება - „ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში“ ითვალისწინებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ინფორმაცია კონკურსების შესახებ უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების ღია მმართველობის შეფასება’’ - თემატურ მოკვლევის შემაჯამებელი ანგარიშის ბიუროსთვის წარდგენასთან დაკავშირებით, მოხსენება დავით გაბაიძემ, თანამოხსენებები კი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა, საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა წევრმა - ირაკლი ჩავლეიშვილმა წარმოადგინეს.

სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ ღია მმართველობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასა და ვალდებულებებზე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ.

განხილულ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს დონორი ორგანიზაციისა და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორიდან“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს