პიტერ სტანო - საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლესი პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო საქართველოს სასამართლო რეფორმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

სტანოს განცხადების თანახმად, საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლესი პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

განცხადებაში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული კომენტარების გამო.

“მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, 2023 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნებთან თანხვედრაშია და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა.

ეს, ასევე, არის ცხრა ნაბიჯის ნაწილი, რომლებიც ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გაფართოებაზე ბოლო მოხსენიებაშია ჩამოთვლილი, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რომელთაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცეს.

სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების მოსაგვარებლად, საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა კანდიდატებისთვისა და უმაღლეს პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეები, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ პროცესში.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული კომენტარებით, რომლებიც კონკრეტული მოსამართლეებისკენ იყო მიმართული, რომლებმაც საკუთარი აზრი გამოთქვეს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემაზე. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი.

ევროკავშირის მჭიდრო დიალოგში რჩება ოფიციალურ პირებთან და მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების წინსვლას, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას”, - განაცხადა სტანომ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება