თაკო ჩარკვიანი - ყაველაშვილს ეტყობა, რომ განათლება და წიგნიერება არ სჭირდება ღალატს - უკვე შეუძლებელია ამ ბიჭისგან ქუჩური სიტყვების მოსმენა

პარლამენტში ძალიან მძიმე ვითარება იყო - უკვე შეუძლებელია ამ ბიჭისგან [მიხეილ ყაველაშვილი] ამის მოსმენა, ქუჩური სიტყვებით მეტყველებს, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რითაც პარლამენტის სხდომაზე დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.

როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მისთვის გაურკვეველია რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება, რადგან გიორგი ვაშაძეს არ დაუსვამს ისეთი კითხვა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი არ ელოდებოდა.

„ძალიან მძიმე ვითარება იყო. მგონია, რომ ხელოვნურად შემოგდებული იყო „ხალხის ძალის“ ჯგუფის მხრიდან. რადგან, არაფერი განსაკუთრებული კითხვა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი არ ელოდებოდა, არ დასმულა. ყაველაშვილი რომ ხარ და რაღაც კითხვა არ მოგეწონა, ხომ შეგიძლია შენ დროს გამოხვიდე და უპასუხო ადამიანურ ფარგლებში, ისე როგორც დეპუტატს ეკადრება საკანონმდებლო ორგანოში. ეს ბიჭი [ყაველაშვილი] ძალიან ქუჩურად გამოდის.

ვინაიდან, კითხვა, რაც მე უნდა დამესვა რამდენჯერმე დაისვა. ამიტომ მე საერთოდ არ ამომიღია ხმა. დაპირისპირება გამოიწვია გიორგი ვაშაძის გამოსვლამ და ძალიან ლეგიტიმურმა კითხვამ. ემიგრანტები გვიკავშირდებიან და მათ სურთ ნორმალური სერვისი მიიღონ, ეს არ არის ახალი. მე არ გავიმეორებ ის, რაც ყაველაშვილმა ვაშაძეს აკადრა. უკვე შეუძლებელია ამ ბიჭისგან ამის მოსმენა, ქუჩური სიტყვებით მეტყველებს.

მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მისი დიპლომი არ არის წარმოდგენილი სადღაც, მაგრამ ეტყობა კარგია, რაღაც უმაღლეს დამთავრებულები იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, თუ შეიძლება. ყაველაშვილს ეტყობა, რომ დიდი განათლება და წიგნიერება არ სჭირდება ღალატს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი