რუსული მედია - მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ათეულობით ბავშვია

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში სროლის შედეგად ბავშვები დაშავდნენ. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“ მოსკოვის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე მედიასთან ანონიმურმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ რამდენიმე ბავშვი და მოზარდი სამეჯლისო ცეკვას ასეულებდა, როდესაც სროლა დაიწყო. ღონისძიებას მათი მშობლებიც ესწრებოდნენ.

„შეჯიბრში ბავშვები და მოზარდები იყვნენ", - განაცხადეს მათ.

შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის უშიშროების სამსახურმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. დიმიტრი მედვედევმა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებაში კიევი ახსენა და განაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. მისი თქმით, თუ დადგინდება, რომ ისინი "კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ", მათთან და მათ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია. კიევში აცხადებენ, რომ მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება