„დედამიწის საათის“ აღნიშვნის ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

23 მარტს გარემოსდაცვითი ღონისძიება „დედამიწის საათი" აღინიშნება, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

ამის შესახებ ცნობას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც უერთდება და ცდილობს მასში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს.

„წელს, „დედამიწის საათის“ ღონისძიება მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს პლანეტის დასაცავად.

„დედამიწის საათის“ ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ. ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია „დედამიწის საათის“ ღონისძიების მნიშვნელობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს