აშშ-ის სენატმა მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ის სენატმა მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკელმა სენატორებმა 1,2 ტრილიონი დოლარის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს, თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა დაფინანსების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

„ეს ძალიან გრძელი და რთული დღე იყო. მაგრამ ჩვენ ახლახან შეთანხმებას მივაღწიეთ, რათა მთავრობის დაფინანსებასთან დაკავშირებით მუშაობა დავასრულოთ“, - განაცხადა ჩაკ შუმერმა.

რამდენიმე საათით ადრე, კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 286 ხმით 134-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 112-მა „რესპუბლიკელმა“ და 22-მა „დემოკრატმა“ მისცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება