საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატი იყოს. ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა დელეგატადაც იქნება წარდგენილი.

აღნიშნულ ინიციატივას „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების ინსტიტუტის გაუქმებით ხსნის.

„პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის შემდეგ, რეგიონალური პრინციპით დანერგილი წარმომადგენლების - მაჟორიტარების ინსტიტუტი აღარ იარსებებს. შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში არსებული განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების მიზნით, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან პარტიული სიების ფორმირებისას, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან მუნიციპალიტეტის ნაწილის დელეგატი განსაზღვროს“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება