თსუ-ში უნივერსიტეტელი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება, რომელიც უნივერსიტეტელ ქალებს მიეძღვნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოზე - „რა ამბავია ყვავილთ სასახლეს?”თსუ-ს თეატრალურმა დასმა „სხვენი“, თეატრალური ინსცენირებით წარმოადგინა ქალების როლი უნივერსიტეტის ისტორიაში. ღონისძიებაზე გაიხსენეს იმ ეპოქის უნივერსიტეტელი ქალბატონები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის შექმნისა და განვითარების ღირსეულ საქმეში: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე, მედეა ღამბაშიძე, მარო მაყაშვილი, თინათინ წერეთელი, ნინო ციციშვილი, ვერა ბარდაველიძე, ციალა სვანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ანა კალანდაძე.

„გავიხსენეთ ქალბატონები, რომლებიც უნივერსიტეტის სათავეებთან იდგნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და დიდი სამეცნიერო ეპოქა შექმნეს. მათ უდიდესი ღვაწლი მიუძღვით უნივერსიტეტის დაფუძნების, განვითარების და იმ სახელოვანი ისტორიის შექმნაში, რომლითაც ასე ვამაყობთ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ღონისძიების იდეის ავტორები არიან უნივერსიტეტის ამჟამინდელი სტუდენტები“, - განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

„ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყვნენ ჩვენი დროის უნივერსიტეტელი ღვაწლმოსილი ქალბატონებიც. უნივერსიტეტელი ქალების ღვაწლზე ისაუბრა თსუ პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა, რომელიც 50 წელია მუშაობს თსუ-ში და ამ ხნის მანძილზე ახალგაზრდების მრავალი თაობა აღზარდა. მან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა მისი მასწავლებელი, მისი გზის გამკაფავი, თსუ პროფესორი, ასევე უნივერსიტეტელი ქალბატონი მერი იანქოშვილი.

სააქტო დარბაზის ფოიეში თსუ-ს მუზეუმის აქტიური ჩართულობით მოეწყო უნივერსიტეტელ ქალთა საარქივო მასალის გამოფენა, ასევე, გაიმართა სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება