ხატია დეკანოიძე - ნებისმიერი ფინანსური, ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან სახელმწიფო ინსტიტუტებში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, - ამის შესახებ „ევროპიტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ფინანსთა სამინისტრომ და საგადასახადო უწყებებმა იციან, თუ საიდან შემოდის დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება.

„თუ გნებავთ, საკანონმდებლო ბაზა გადავამოწმოთ, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ დახვეწილია და ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, ანუ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსურ დეკლარაციებს ძალიან მაღალი გამჭვირვალობის ხარისხით აბარებენ. ფინანსთა სამინისტრომ და ნებისმიერმა საგადასახადო უწყებებმა იციან, როგორია ფინანსური ნაკადი, საიდან შემოდის ეს დაფინანსება, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება, ეს არის ძალიან ნორმალური, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მომწონს. ამიტომ არ ვთლი, რომ ეს არის რეალური საშიშროება, ეს ალბათ, უფრო დემაგოგიური, პროპაგანდისტული განცხადებებია, რაც არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს