თინა ბოკუჩავა - მაშინ, როდესაც ადამიანები გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას ეძახის - ივანიშვილის პარტია პრობლემების გადაფარვას პროვოკაციებით ცდილობს

მაშინ, როდესაც ადამიანები გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდიან, ივანიშვილის პარტია ამას სამოგზაუროდ წასვლას და გამოგონილს ეძახის. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პარტიამ იზრუნოს ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, ისინი ამ პრობლემების გადაფარვას პროვოკაციებით ცდილობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, „პროვოკაციებით ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტია ვერც მის წარუმატებლობას ევროპაში და ვერც წარუმატებლობას საქართველოში“.

„მაშინ, როდესაც გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში მიდის, ივანიშვილის პარტიის წევრები გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები სამოგზაუროდ არიან წასულები და მათ გამოგონილს ეძახიან. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები და მათი პრობლემები უხილავი არიან ივანიშვილის პარტიისთვის, გუშინ მინისტრის საათზე მე გავაჟღერე რამდენიმე ემიგრანტის ხმა პარლამენტში, რომ თავად ივანიშვილის პარტიის წევრებმა მოისმინონ იძულებით ემიგრაციაში მყოფი მძიმე ისტორიები. მას შემდეგ მივიღე არაერთი ვიდეო, არაერთი გზავნილი, არაერთი შეტყობინება სხვა ემიგრანტების მხრიდან, რომლებიც ჰყვებიან ძალიან მძიმე ისტორიებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წავიდნენ საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში გაზრდილი ფასების, უმუშევრობის გამო და ისინი ივანიშვილის პარტიას კიდევ ერთხელ ეუბნებიან, რომ სამოგზაუროდ ნამდვილად არ არიან წასულები.

რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს პარლამენტში, გამოგონილ რეზოლუციას, მხოლოდ ამას გეტყვით - პროვოკაციებით ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტია ვერც მის წარუმატებლობას ევროპაში და ვერც წარუმატებლობას საქართველოში, სადაც გაზრდილ ფასებს უმუშევრობას ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე სწორედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იძულებით ემიგრაციაში გაურბის. აქედან 70 პროცენტი არის ქალი, მათ შორის ძალიან ბევრი დედა, რომელსაც უწევს შვილების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების საქართველოში დატოვება იმისთვის, რომ მათ სიღარიბეში არ იცხოვრონ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენც შეძლებთ გააჟღეროთ ამ ადამიანების ხმა ტელევიზიით, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ, გაიგონ მათი ხმა და მათ ხმას ნამდვილად ვერ გადაფარავს ივანიშვილის პარტიის პროპაგანდა. იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაჭრას ხალხის პრობლემები, ისინი ცდილობენ ხალხის პრობლემების გადაფარვას გამოგონილი რეზოლუციით და გუშინდელი პროვოკაციით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში და მათივე დადგმით აეროპორტში, არის სწორედ ამის მორიგი მაგალითი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, როდესაც ჩვენ ვაჟღერებთ ადამიანების ისტორიებს, რომელიც გაზრდილი ფასების და უმუშევრობის გამო იძულებით ემიგრაციაში საქართველოდან მიდიან იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ, იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები გადაჭრან, ისინი ცდილობენ ამ პრობლემების გადაფარვას, მათ შორის, იმგვარი პროვოკაციებით, რომელიც ჩვენ გუშინ პარლამენტში ვიხილეთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო