Reuters - თურქმა სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 12 მებრძოლი „გაანეიტრალეს“

თურქმა სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 12 მებრძოლი „გაანეიტრალეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები ჩრდილოეთ ერაყის მეტინას რეგიონში „გაანეიტრალეს“.

ხუთშაბათს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ბრძოლის მიზნით ერაყს „ერთობლივი ოპერატიული ცენტრის“ შექმნა შესთავაზა.

ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღირებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება